შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთიანი პაკეტის შესახებ პროცედურული კენჭისყრა გაიმართა.

ორპარტიული წესით საგარეო დახმარების ძირითად პაკეტზე კენჭისყრის შედეგების თანახმად, 165 დემოკრატი და 151 რესპუბლიკელი კანონპროექტის მხარდამჭერია. 94 წარმომადგენელმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგე მემარჯვენე რესპუბლიკელმა მარჯორი გრინმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონ საკითხის კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში გადაყენების პროცედურის წამოწყებით ემუქრება, კაპიტოლიუმი ისე დატოვა, რომ შემდგომი კომენტარი არ გაუკეთებია.

მოკავშირეთა დახმარების შესახებ ოთხი კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში უკვე დღეს, 20 აპრილს შეიძლება გაიმართოს. კანონპროექტებით გათვალისწინებული დახმარების თანხა დაახლოებით 95 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. უკრაინის დახმარების პაკეტი არის 60,84 მილიარდი დოლარი. თავდაპირველ ვარიანტისგან განსხვავებით კანონპროექტის ამჟამინდელი ვარიანტში მითითებულია, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებიდან 10 მილიარდი დოლარი კრედიტის სახით იქნება გამოყოფილი.