გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერების უშედეგო შეხვედრას ნავთობის ფასების ზრდა მოჰყვა. გლობალურმა სამიტმა პრაქტიკულად ვერანაირი პროგრესი ვერ აჩვენა ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობისა და კონფლიქტის დასრულების კუთხით.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ თეირანი მუქარას არ დაემორჩილება.

მან დასძინა, რომ ისლამური რესპუბლიკა უარს არ იტყვის ეკონომიკური განვითარებისთვის ბირთვული ტექნოლოგიების შექმნის უფლებაზე. პეზეშკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი არ დაუშვებს ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში, სანამ ძალაშია აშშ-ის სანქციები და ბლოკადა.

აშშ-ში, ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნავთობგადასამუშავებელ კომპანიებთან ერთად მუშაობს აშშ-დან დიზელის საწვავის ექსპორტის ნებაყოფლობით შემცირებაზე, რაც საზღვარგარეთ მიწოდებაზე ოფიციალური აკრძალვის დაწესების ალტერნატივაა. 

ამავდროულად, საუდის არაბეთი დგამს ნაბიჯებს თავისი საკვანძო, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენით ნავთობის ექსპორტის აღსადგენად.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მან და პრეზიდენტმა ტრამპმა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

ექსპერტების შეფასებით, რეგიონში სტაბილურობის აღდგენის პერსპექტივის არარსებობა ენერგომატარებლების ბაზარზე არასტაბილურობას კიდევ უფრო ზრდის.

ექსპერტების შეფასებით, რეგიონში სტაბილურობის აღდგენის პერსპექტივის არარსებობა ენერგომატარებლების ბაზარზე არასტაბილურობას კიდევ უფრო ზრდის.

ახლა, თბილისის დროით 13:46 საათისთვის, ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი ბრეტის მარკის ნავთობის ფასი 106,51 დოლარის ტოლია

მოამზადა რაულ კაპანაძემ