ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუმინეთში მდებარე 57-ე ავიაბაზაზე 2 საკონტინენტთაშორისო სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 Stratofortress განათავსა, - იუწყება ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბი.
მისივე ინფორმაციით, ახალ ადგილზე ბომბდამშენები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საექსპედიციო-შემტევი ესკადრილიის ფარგლებში იმოქმედებენ და ამავდროულად NATO-ს ძალებთან იურთიერთქმედებენ.
„აშშ მოწოდებულია იმუშაოს ჩვენს NATO-ელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან აღმოსავლეთ ფლანგზე, რათა უზრუველვყოთ კოორდინირებული ერთობლივი მოქმედების უნარები, რომლებიც აუცილებელია რეგიონალური უსაფრთხოების, დაცულობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.
რუმინეთში გაფრენამდე ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა პირველი სასწავლო ფრენა ფინეთისა და რუსეთის საზღვარზე განახორციელეს. ნორვეგიული გაზეთის The Barents Observer-ის ცნობით, B-52 ბომბდამშენი, რომელიც ჩრდილოეთით ლაპლანდიისკენ მიემართებოდა, სამხრეთ-დასავლეთიდან მაქსიმალურად მიუახლოვდა კოლის ნახევარკუნძულს, სადაც წრე დაარტყა და კვლავ სამხრეთისკენ აიღო გეზი.
პილოტები ხედავდნენ ფაქტობრივად მთელს ნახევარკუნძულს, რომელზედაც რუსული სარაკეტო წყალქვეშა ნავები, ასევე აეროდრომი ოლენიაა განთავსებული. რომლიდანაც რეგულარულად უშვებენ რუსულ Tu-95MS-ებს უკრაინაზე დარტყმების განსახორიცელებად.