პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-მ ტაივანისთვის $330 მილიონის ღირებულების ავიაგამანადგურებლების ნაწილების მიყიდვა დაამტკიცა, რაც პირველი მსგავსი ტრანზაქციაა მას შემდეგ, რაც იანვარში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.

"გაყიდვის წინადადება გააუმჯობესებს მიმღების შესაძლებლობებს, რათა მოხდეს მიმდინარე და სამომავლო საფრთხეებთან გამკლავება მიმღების F-16-ებისა და C-130-ების ფლოტის ოპერაციული მზადყოფნის შენარჩუნებით." - განაცხადა პენტაგონმა. 

თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტის ოფისმა აღნიშნა, რომ შეიარაღების მიყიდვა პირველია აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან და აშშ-ს მთავრობას მადლობა გადაუხადა ტაივანისთვის რეგულარულად შეიარაღების მიყიდვის პოლიტიკის გაგრძელებით, ასევე თავდაცვის შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების კუთხით ტაივანის მხარდაჭერისთვის.

"აშშ-ტაივანის უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია," განაცხადა ტაივანის პრეზიდენტის სპიკერმა. 

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დამტკიცებული გაყიდვის ამოქმედება ერთი თვის განმავლობაში მოხდება. სამინისტროს ცნობით, ავიაგამანადგურებლების ნაწილების მიწოდება ტაივანის საჰაერო ძალებს მზადყოფნისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.