აშშ-მა ტაივანისთვის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი, $11.1 მილიარდის ოდენობის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა, რასაც ჩინეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იარაღის შესყიდვის წინადადება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, ჰაუბიცებს, ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის დრონებსა და სხვა სახის აღჭურვილობის ნაწილებს.
"აშშ განაგრძობს ტაივანის დახმარებას საკმარისი თავდაცვითი შესაძლებლობების შენარჩუნების, ძლიერი შემაკავებელი ძალის სწრაფად შექმნისა და ასიმეტრიული ომის უპირატესობების ბერკეტად გამოყენების მხრივ, რაც ქმნის საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად." - განაცხადა სამინისტრომ.
თავის მხრივ, პენტაგონის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს ეროვნულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება ტაივანის ძალისხმევის მხარდაჭერით, რათა მოხდეს ტაიბეის შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და "სანდო თავდაცვითი შესაძლებლობების" შენარჩუნება.
აშშ-ს განცხადების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კუო ძიაკუნმა თქვა, რომ ჩინეთი "მტკიცედ ეწინააღმდეგება და გმობს" აშშ-ს მხრიდან ტაივანისთვის იარაღის მიყიდვას.




