აშშ-მა სანქციები დაუწესა ჩინეთში დაფუძნებულ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და დაახლოებით 40 გადამზიდავ კომპანიასა და ტანკერს, რომლებიც ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში არიან ჩართულნი.
სანქციები შეეხება Hengli Petrochemical-ის ობიექტს დალიანის პორტში, რომლის გადამუშავების სიმძლავრე დღეში დაახლოებით 400 000 ბარელი ნედლი ნავთობია. ეს არის ჩინეთში ერთ-ერთ უდიდესი დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ობიექტი ირანული ნედლი ნავთობის ტვირთებს 2023 წლიდან იღებს და ირანის სამხედროებს ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
სანქციები, რომლებიც კომპანიებს აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გამოთიშავს და ურთიერთობას გაწყვეტს ყველასთან, ვინც მათთან საქმიან ურთიერთობას დაამყარებს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე დაწესდა.
ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია, რომელიც აშშ-ისრაელის ომის დაწყებამდე ირანული ნავთობის 80 პროცენტიდან 90 პროცენტამდე იმპორტს ახდენდა.




