საჰაერო, კოსმოსურ და კიბერომთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლისას, აშშ-ის საჰაერო ძალების მინისტრმა ტროი მეინკმა განაცხადა, რომ იარაღი აუცილებელია ამერიკული ძალების დასაცავად. მან არ დააკონკრეტა იარაღის შესაძლებლობები და არც ის თქვა, თუ როდის იქნა ის ორბიტაზე გაყვანილი.
ამ დრომდე, ამერიკელი ოფიციალური პირები კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების მხოლოდ განზრახვაზე საუბრობდნენ და მიუთითებდნენ რუსულ და ჩინურ პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ამერიკული თანამგზავრებზე შეტევასა და მათი მუშაობისთვის ხელის შეშლას.
ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ სისტემა "ოქროს გუმბათი", რომელიც მიმართულია აშშ-ის ტერიტორიის რაკეტებისგან დასაცავად, კოსმოსურ კომპონენტსაც მოიცავს, მათ შორის — დამჭერ რაკეტებს.
1967 წელს სსრკ-მ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას კრძალავს (ხელშეკრულება კოსმოსური სივრცის, მათ შორის, მთვარისა და სხვა ციური სხეულების გამოკვლევისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოების საქმიანობის პრინციპების შესახებ).
თუმცა, იგი არ ვრცელდება ჩვეულებრივი ტიპის შეიარაღებაზე და ბოლო წლებში რუსეთი, ჩინეთი და აშშ ავითარებდნენ სხვადასხვა საშუალებას, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ, შეუტიონ მოწინააღმდეგის თანამგზავრებს, რაც აუცილებელია კავშირგაბმულობის, დაზვერვისა და ნავიგაციისთვის.
2019 წელს აშშ-ში, ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, შეიქმნა შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა — კოსმოსური ძალები. გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ კოსმოსურ ძალებს არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ შემტევი ამოცანებიც აქვთ.
კოსმოსური ძალების პრესსპიკერმა განმარტა, რომ ამ მიზნებისთვის მათ აქვთ "კინეტიკური და არაკინეტიკური საშუალებები".




