აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 10 იურიდიული და 4 ფიზიკური პირი დაასანქცირა. ისინი ირანული დრონების მწარმოებლებს ნაწილების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, დასანქცირებული პირები ირანიდან, ჰონკონგიდან, მალაიზიიდან და ინდონეზიიდან არიან. ქსელს ირანელი ჰუსეინ ჰატეფ არდაკანი ხელმძღვანელობდა.
"ქსელი ისლამური რევოლუციის გვარდიის აეროკოსმოსურ ძალებს დაეხმარა, შეესყიდათ ასობით ათასი დოლარის ღირებულების ამერიკული და უცხოური წარმომავლობის ნაწილები", - აცხადებენ აშშ–ში.
მათივე ინფორმაციით, ჰუსეინ ჰატეფ არდაკანს უშუალოდ აქვს გაფორმებული კონტრაქტი ირანის საჰაერო კოსმოსურ ძალებთან მისი ირანული კომპანიების გამოყენებით და კოორდინაციას უწევს შესყიდვებს უცხო ქვეყნებში. კერძოდ, მალაიზიაში, ჰონკონგში და ინდონეზიაში.