ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და კრძალავს მთელი რიგი საქონლის ექსპორტს, რომელიც შეიძლება, რუსეთმა სამხედრო ან სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენოს. ასევე კრძალავს ბრილიანტის იმპორტს რუსეთიდან,– იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"სანქციების ახალი პაკეტი კრძალავს საქონლის ექსპორტს, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ სამხედრო ან სამრეწველო მიზნებით, ისევე როგორც მოწინავე აღჭურვილობისთვის, რომელიც უკრაინამ ბრძოლის ველზე აღმოაჩინა, მათ შორის, მანქანების ნაწილები და ელექტრონიკა. რუსეთის დაბალი დონის გათვალისწინებით ეს სანქციები უზრუნველყოფენ, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთს ჩამოართვას პროდუქცია, რომელიც მას შეუძლია ომში გამოიყენოს.
არსებითად, ამის შემდეგ სანქციების გარეშე დარჩება მხოლოდ დაბალი რისკის ჰუმანიტარული პროდუქცია, საკვები და სამედიცინო ექსპორტი," - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანა ასევე კრძალავს გარკვეული ლითონების იმპორტს რუსეთიდან. ახალი სანქციები ასევე მოიცავს ფინანსურ ზომებს, რომლებიც შექმნილია იმ ბიზნესების მხარდასაჭერად, რომლებმაც გადაწყვიტეს, დატოვონ რუსეთი.