აშშ–მა დასავლეთ სანაპიროზე მცხორებ ისრაელის 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი ბრალდებულნი არიან მშვიდობიანი პალესტინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ან დაშინების განხორციელებაში, ასევე მათი ქონების დაზიანებაში.

სანქცირებულებს ფინანსური აქტივები გაეყინათ და შეერთებულ შტატებში მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესდათ.

მოგვიანებით, ამერიკის გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ "დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულთა აბსოლუტური უმრავლესობა კანონმორჩილი მოქალაქეა".

"ისრაელი ყველგან იღებს ზომებს ყველა კანონის დამრღვევის წინააღმდეგ და ამიტომ არ არის საჭირო ამ საკითხზე მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა".