მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო დადგენილება სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით.
სასამართლო კოლეგიის მიერ 15 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ აფრიკის პრეტენზიები ისრაელის მიმართ პალესტინელების გენოციდისგან დაცვასთან დაკავშირებით საფუძვლიანია.
ისრაელის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ არაერთხელ გაკეთებული და უაღრესად წამქეზებლური კომენტარი შეიძლება განიმარტოს როგორც მოწონება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებისა. ამასთან ერთად, ეს კომენტარები სარწმუნოს ხდიან ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტში პალესტინელების გენოციდის განზრახვის შესახებ სამხრეთ აფრიკის ბრალდებებს, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოთხოვნა და არ გამოიტანა დადგენილება ისრაელის მიერ ცეცხლის დაუყოვნებლივი ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ.
17-კაციანი სასამართლო კოლეგიის წევრმა ორმა მოსამართლემ (მოსამართლეებმა ისრაელიდან და უგანდიდან) დადგენილებას მხარი არ დაუჭირა.