ამერიკელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტებს უკრაინის, ისრაელისა და მოკავშირეებისთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ, - იტყობინება ამერიკული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, პროცედურულ კენჭისყრაზე ინიციატივას მხარი 80-მა სენატორმა დაუჭირა., წინააღმდეგი  კი 19 სენატორი იყო..

95-მილიარდიანი დახმარების კანონპროექტი უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.  საბოლოო კენჭისყრის დღესვე ჩატარება გამორიცხული არ არის.