აშშ-ის სასამართლომ Google ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ ცნო. შესაბამისი დადგენილება კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ, ამიტ მუჰთამ გამოსცა.

მოსამართლის თქმით, Google ყოველწიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის Samsung-სა და Apple-ს, რათა მათ მოწყობილობებში Google-ის საძიებო სისტემა წინასწარ ყოფილიყო დაყენებული. Google-ის მიერ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადახდილი თანხა 26 მილიარდ დოლარს აღწევდა. მოსამართლის დადგენილებით, ეს ხელს უშლიდა კონკურენტებს, Google-ისთვის მეტოქეობა გაეწიათ.

ეს, ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც Google ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ ცნეს.