აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, არსებობდა „დადასტურებული სადაზვერვო ინფორმაცია“, რომლის მიხედვითაც გემი ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ჩართული.
აშშ-ის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულად მიჩნეულ გემებზე დარტყმების კამპანია გასული წლიდან მიმდინარეობს. ამ პერიოდში აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვასა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში არაერთ გემზე განახორციელეს იერიში, რასაც, ამერიკული მხარის ინფორმაციით, 220-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




