ასეთი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დღეს, „სი ენ ენისთვის" მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაახლოებით 50%, თუმცა კიევის კონტრშეტევა რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

„თავდაპირველად მიტაცებულის დაახლოებით 50% უკვე დაბრუნებულია“, განუცხადა ბლინკენმა კვირას CNN-ს.

„ეს ჯერ კიდევ ადრეული დღეებია კონტრშეტევის, რომელიც მძიმედ მიდის",  - თქვა მან და დასძინა:

„ეს არ დასრულდება მომდევნო ერთ-ორ კვირაში. ვფიქრობ, რამდენიმე თვე გაგრძელდება“.