სამშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბაჰრეინიდან, ერაყიდან და იორდანიიდან არასაჭირო პერსონალის ევაკუაციის შესახებ განაცხადა.
ქუვეითში აშშ-ის საელჩო დაიხურა.
"ჩვენ გავაუქმეთ ყველა დაგეგმილი და საგანგებო საკონსულო შეხვედრა", - წერს საელჩო.
გუშინ ღამით ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ორი დრონით თავდასხმა განხორციელდა.
ამასობაში, როგორც Reuters ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, ერბილში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონებით თავდასხმა კვლავ განხორციელდა. საუბარია აეროპორტზე, სადაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არიან განლაგებულნი.








