აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია გააუქმოს სანქციები რუსული ნავთობის მეტ ნაწილზე, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გამოსცა 30-დღიანი შეღავათი, რომელიც საშუალებას აძლევს ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნედლი ნავთობის გაყიდვას ინდოეთში გასაგრძელებლად.
„შესაძლოა, ჩვენ გავაუქმოთ სანქციები სხვა რუსული ნავთობისთვის“, - განუცხადა ბესენტმა Fox Business-ის გადაცემა „კუდლოუს“.
„წყალზე ასობით მილიონი ბარელი სანქცირებული ნედლი ნავთობია და არსებითად, მათი სანქცირების გაუქმებით, ფინანსთა სამინისტროს შეუძლია შექმნას მარაგი და ჩვენ ამას განვიხილავთ“, - დასძინა მან.
ინდოელები ძალიან კარგები იყვნენ. ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ შეეწყვიტათ სანქცირებული რუსული ნავთობის შესყიდვა, ისინი ასეც მოიქცნენ. ისინი აპირებდნენ მის ჩანაცვლებას აშშ-ის ნავთობით, მაგრამ მსოფლიოში ნავთობის დროებითი დეფიციტის შესამცირებლად, ჩვენ მივეცით მათ რუსული ნავთობის მიღების ნებართვა. შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სხვა სანქციები გავაუქმოთ“, – განაცხადა ბესენტმა Fox Business-თან ინტერვიუში.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი









