ამის შესახებ ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ ქააბიმ „ფაინენშელ ტაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომმა შეიძლება „გლობალური ეკონომიკა შეარყიოს“. მისი წინასწარმეტყველებით, სპარსეთის ყურის ყველა ენერგო ექსპორტიორი წარმოებას რამდენიმე დღეში შეაჩერებს, რაც ნავთობის ფასს ბარელზე 150 დოლარამდე გაზრდის.

საად ალ ქააბიმ „ფაინენშელ ტაიმს“ განუცხადა, რომ ომის დაუყოვნებლივ დასრულების შემთხვევაშიც კი, ყატარს „კვირები ან თვეები“ დასჭირდება ირანის დრონების თავდასხმის შემდეგ მისი უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის ნორმალური ციკლის აღსადგენად. 

ყატარმა, მსოფლიოში სიდიდით მეორე თხევადი ბუნებრივი აირის მწარმოებელმა, ამ კვირაში გამოეცხადებინა ფორსმაჟორული მდგომარეობა. რამდენიმე დღეში სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისგან იგივეა მოსალოდნელი, ეს კი, მინისტრის წინასწარმეტყველებით, გაზის ფასს დაახლოებით 4-ჯერ გაზრდის.

„ეს მთელი მსოფლიოს ეკონომიკას შეარყევს“, - თქვა მან.

ამ სტატიის პარასკევს დილით გამოქვეყნების შემდეგ, ევროპაში ბრენტის ნავთობის ფასი 2.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 87.6 დოლარს მიაღწია (თბილისის დროით 14:50 საათისთვის ბრენტის ნავთობის ფასი 86.9 დოლარია - „აიპრესი“) , რაც კონფლიქტის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - წერს „ფაინენშელ ტაიმსი“.