ირანზე აშს-ის და ისრაელის სამხედრო თავდასხმის შემდეგ დაწყებული ენერგომატარებლების ფასების ზრდის პროცესი გრძელდება.

საიტ „ბიზნეს ინსაიდერის“ თანახმად, თბილისის დროით 17:54 საათზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბა


შეგახსენებთ, ყატარის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომმა შეიძლება „გლობალური ეკონომიკა შეარყიოს“ და ნავთობის ფასი 150 დოლარამდე/ბარელზე და გაზის ფასი კი 4-ჯერ გაიზარდოს.