აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლა, რომელიც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიჭრა.

ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

მედია წერს, რომ უცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, საწვავის ავზიც აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა.