აშშ -ს საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლისაა!

დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 4 ივლისს აღვნიშნავთ. 250 წლის განმავლობაში არასდროს შეგვიწყვეტია სწრაფვა იმ იდეალებისკენ, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დაფუძნდა: თავისუფლება და დემოკრატია. ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე!