არაბთა გაერთიანებული საამიროების ცნობით, ქალაქ ფუჯაირაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
ფუჯაირას პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. სატვირთო მანქანა სხვა ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ გადაბრუნდა და რამდენიმე მანქანას შეეჯახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ხანძარი თავდაპირველად სატვირთო მანქანაში გაჩნდა და რამდენიმე დაზიანებულ ავტომობილზე გავრცელდა.
დაშავებულთაგან 15 საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო 15 კვლავ მკურნალობას გადის.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ყველა არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეა.




