ავსტრალიაში, გზაზე, ავტომობილი ორ კოალას, ლიზისა და მის შვილს ფანტომს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ექვსი თვის კოალა არ დაშავებულა, მაგრამ დედამ მრავალი სახის დაზიანება მიიღო.
ლიზის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, რადგან მას ფილტვები და თავის არე დაუზიანდა. პროცედურის დროს, ფანტომმა დედის დატოვებაზე უარი თქვა, ის ცუდად მყოფ მშობელს მთელი სხეულით ეხუტებოდა. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ლიზი მარტო უნდა დარჩენილიყო, რათა სათანადოდ ემკურნალათ.
ოპერაციის დროს სურათი გადაიღეს. პორტალ
We love animals-ის ჟურნალისტებმა ფოტოკადრი აღწერეს და დაასათაურეს: "არ მიგატოვებ დედა".

ფოტო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და გასული წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ისტორიად იქცა.

ცნობილია, რომ კოალები თავს უკეთ გრძნობენ. ისინი ავსტრალიის ზოოპარკის ღია ფილიალში გადაიყვანეს, სადაც ფანტომი ახალი გარემოს შესწავლითაა დაინტერესებული.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი 2015 წლის ივლისში მოხდა, ავსტრალიაში მიმდინარე ხანძრისა და დაშავებული ცხოველების კადრების გავრცელების ფონზე, ამ ისტორიას სოციალურ ქსელში კვლავ იხსენებენ და აქტიურად განიხილავენ.
ფოტო: Australia Zoo Wildlife Hospital
თარგმნა თაკო ჩხაიძემ