ამის შესახებ ინფორმაციაა „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

ირანის შეიარაღებული ძალების „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, ალი აბდოლაჰიმ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას უპასუხა და დაჰპირდა, რომ თუ აშშ და ისრაელი ირანის ინფრასტრუქტურაზე კიდევ უფრო მეტ დარტყმას განახორციელებენ, მათთვის მთელი რეგიონი გადაიქცევა ჯოჯოხეთად.

„არ დაგავიწყდეთ, რომ თუ აგრესია გაფართოვდება, მთელი რეგიონი თქვენთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა“, - ამბობს იგი და ამატებს: „ირანის ისლამური რესპუბლიკის დამარცხების ილუზია ჭაობად გადაიქცა, რომელშიც თქვენ ჩაიძირებით“