უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ოფიციალურ კიევს რუსეთთან ომის დასრულება მიმდინარე წელს სურს.

"ჩვენ ამ ომის დასრულება მიმდინარე წელს გვსურს და 30, 50 ან 100 დღით ზავის დამყარებაში დაინტერესებულნი ვართ. უკრაინა მზად არის ეს საკითხი რუსეთთან პირისპირ განიხილოს. ჩვენ ეს რუსეთის დელეგაციასთან ბოლო შეხვედრის დროსაც დავადასტურეთ", - თქვა სიბიგამ.

ამის გათვალისწინებით, როგორც სიბიგამ თქვა, უკრაინა დაინტერესებულია რუსეთთან სტამბოლში 2 ივნისს მორიგი შეხვედრა გამართოს.