შეგიძლიათ თქვენი საჩივრები და მუქარები გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს მოსკოვში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სნდრეი სიბიგა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოს მისამართით X-ზე წერს.
"პიტერ, ეს ომი რუსეთმა დაიწყო და არა უკრაინამ და მის დასრულებაზე უარს აცხადებს. უნგრეთს წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ მოსკოვი არასანდო პარტნიორია. ამის მიუხედავად, უნგრეთმა ყველა ღონე იხმარა რუსეთზე დამოკიდებულების შესანარჩუნებლად. მას შემდეგაც კი, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ახლა თქვენ შეგიძლიათ თქვენი საჩივრები და მუქარები გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს მოსკოვში", - წერს სიბიგა.
Peter, it is Russia, not Ukraine, who began this war and refuses to end it. Hungary has been told for years that Moscow is an unreliable partner. Despite this, Hungary has made every effort to maintain its reliance on Russia. Even after the full-scale war began. You can now send… https://t.co/yvMq8slTG0
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) August 18, 2025
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სირატომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეწყვეტილია. ამასთან, სიარტომ შეახსენა უკრაინას, რომ უნგრეთი უკრაინის ენერგომომარაგებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს..