უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიარტოს განცხადებით, უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის გადაზიდვა შეჩერებულია

"უკრაინამ კვლავ მიიტანა იერიში ნავთობსადენზე, რომელიც უნგრეთში მიდის, რითაც შეწყვეტა ნავთობის მიწოდება", – დაწერაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ სოციალურ ქსელში.

მას არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა თავდასხმა და რომელ მილსადენზეა საუბარი.

ამასთან, სიარტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე პაველ სოროკინმა მას აცნობა, რომ სპეციალისტები მილსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ.

"3,5 წლის განმავლობაში ბრიუსელი და კიევი ცდილობდნენ უნგრეთის უკრაინაში მიმდინარე ომში ჩათრევას. ეს უკრაინული თავდასხმები ჩვენი ენერგიის მიწოდებაზე იმავე მიზანს ემსახურება. მინდა, მკაფიოდ ვთქვა: ეს არაა ჩვენი ომი. ჩვენ ამასთან არაფერი გვესაქმება, და ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, უნგრეთი ამ ომისგან შორს დარჩება. ბოლოს შეხსენება უკრაინაში გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის: უნგრეთიდან მიწოდებული ელექტროენერგია თქვენი ქვეყნის ენერგოსისტემაში გადამწყვეტ როლს თამაშობს",- წერს პიტერ სიარტო.