ამსტერდამში, ერთ-ერთ პარკში ანა ფრანკის ძეგლს "თავისუფლება ღაზას" წითელი საღებავით უკვე მეორედ დააწერეს. იგივე წარწერა გამოჩნდა მაჰათმა განდის ძეგლზეც. 

ანა ფრანკის ძეგლს ხელები წითლად ჰქონდა შეღებილი, რაც, როგორც ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf წერს, მიზნად ისრაელისა და ღაზას კონფლიქტის გამო ებრაელების დადანაშაულებას ისახავდა. 

4 აგვისტო სწორედ ის დღეა, როდესაც ანა ფრანკი და მისი ოჯახი ნაცისტებმა დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. 

როგორც ნიდერლანდური მედია იუწყება, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.