ამის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება.

ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, პანკის ლეგენდა, New York Dolls-ის ფრონტმენი დევიდ იოჰანსენი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პოპულარული ამერიკული პროტოპანკ ჯგუფის New York Dolls-ის დღემდე  ერთადერთ ცოცხალ წევრს ბოლო პერიოდში ტვინის კიბოს მეოთხე სტადიის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. მას ასევე ხერხემალი ჰქონდა მოტეხილი, საწოლს მიჯაჭვული და ქმედით უუნარო იყო და ცნობილი სახეები ფულს აგროვებდნენ მისი ოჯახის დასახმარებლად.