ამერიკელმა სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს. მათი სამიზნე ობიექტი ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ობიექტი იყო, რომელიც, აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, საფრთხეს უქმნიდა როგორც ამერიკულ ძალებს, ისე კომერციულ საზღვაო მოძრაობას.

CNN-ის​ ცნობით, ამავე ოფიციალური პირის თქმით, აშშ-მა ასევე ჩამოაგდო ირანის ოთხი დამრტყმელი დრონი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სახმელეთო მართვის სადგურზე ქალაქ ბანდარ აბასში, საიდანაც მეხუთე დრონის გაშვება იგეგმებოდა.