უნგრეთში დასრულდა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა და მიმდინარეობს მიცემული ხმების დათვლა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თითქმის ყველა ერთმანდატიან ოლქში ბიულეტენების 50%-ზე მეტია დათვლილი და 103 ოლქიდან 91-ში „ტისას“ კანდიდატები იმარჯვებენ, 12-ში კი „ფიდესის“ კანდიდატები.

პროპორციული სისტემით არჩევნებში ხმების 60,24%-ს  დათვლის შემდეგ „ტისას“ 52,80% აქვს, „ფიდესს“ 38,55%, პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 6,03%.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტის 199 წევრიდან 106 აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემით, ხმათა უბრალო ფარდობითი უმრავლესობით, ხოლო დანარჩენი 93 კი პროპორციული სისტემით.