ალჟირში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ ტყის ხანძარია. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გამო, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 10 ჯარისკაცია.
ძლიერი ქარის გამო, ხანძარი მეზობელ ტუნისშიც გავრცელდა, რის გამოც სასაზღვრო გადასასვლელი დაიხურა. ჰაერის ტემპერატურამ ტუნისში 49 გრადუსს მიაღწია.
ხანძარი ალჟირის რამდენიმე პროვინციაში 24 ივლისს გაჩნდა. ქვეყანაში 8 000-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული.
ხელისუფლების ინფორმაციით, ევაკუირებულია 1 500-მდე ადამიანი.