საქსონია-ანჰალტში რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა და გერმანული მედია პირველად შედეგებს აცნობს მკითხველს.

რეგიონული სამაუწყებლო კომპანიების (ARD) ცნობით, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის საპარლამენტო არჩევნები პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოიგო. მემარცხენე პარტიას, მწვანეებს და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას პარლამენტში ადგილები გარანტირებული აქვთ. სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე-პოპულისტური პოლიტიკური პარტია ასევე შეიძლება მოხვდეს პარლამენტში.





მოამზადა რაულ კაპანაძემ