ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი" აქვეყნებს

ალბანეთის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრებმა საბიუჯეტო მოსმენის პროცესის ჩაშლის მცდელობის მიზნით საპარლამენტო დარბაზში არსებული ტრიბუნასთან სკამებისგან ბარიკადების მოწყობა სცადეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ედი რამას დაცვამ მათი უკან დახევა აიძულა.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში საკვამლე კოჭებს წაუკიდეს ცეცხლი და ხანძრის გაჩენა სცადეს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს და სასწრაფოდ, დებატების გარეშე, უყარეს კენჭი ბიუჯეტის პროექტს. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ თავის თავს გაუწია დათვური სამსახური.  

ოპოზიციური პარტიის ფაქტობრივმა ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სალი ბერიშამ მთავრობა დაადანაშაულა პარლამენტში ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში.

„ამ ბრძოლაში უკანდასახევი გზა არ არსებობს", „ჩვენი მიზანი პარლამენტში პლურალიზმის დამკვიდრება", - განუცხადა ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზში არეულობის შემდეგ ბერიშამ. მას წინა თვეში პროკურორებმა ბრალი წაუყენეს 2005-2009 წლებში პრივატიზაციის პროცესის სხვების, მათ შორის მისი სიძის (ქალიშვილის ქმრის) სასარგებლოდ დასრულებისთვის ზეწოლის განსახორციელებლად გავლენის გამოყენებაში.

ექსპრემიერ-მინისტრის სიძე სამართალდამცველებმა დააკავეს, სალი ბერიშას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს დაპატიმრებისგან. იგი მის წინააღმდეგ დევნის ორკესტრირებაში ადანაშაულებს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ედი რამას, ეს უკანასკნელი კი ბრალდებას უარყოფს. 

„მათ [ოპოზიციამ] პოლიტიკაში ქუჩის ლექსიკა და მანერები შემოიტანეს", - წერს ედი რამა პლატფორმა X- ზე.