ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნა - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ლუქსემბურგში დღეს ალბანეთსა და ევროკავშირს შორის აღნიშნულ საკითხზე მინისტრთა დონეზე რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა.
ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სექტემბრის ბოლოს გასცეს.
ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა, კანდიდატის სტატუსი კი 2014 წელს მიენიჭა. ალბანეთი NATO-ს წევრი ქვეყანა 2009 წლიდანაა.