„ალ ჯაზირას“ ცნობით, ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „მეჰრი“ კომუნიკაციების სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანებულება გამოსცა.
სამეთვალყურეო ჯგუფი NetBlocks-ის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ 87 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის თითქმის სრული გათიშა. ამ ზომამ ისრაელისა და აშშ-ის დაბომბვის კამპანიის დროს ირანის მოქალაქეებს სიახლეებზე წვდომა შეუზღუდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა იმ ბიზნესებს, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი ინტერნეტზე, - წერს„ალ ჯაზირა“
„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ირანის საინფორმაციო სააგენტოები, „ტასნიმი“ და „ფარსი“, ასევე იუწყებიან, რომ პრეზიდენტმა ინტერნეტზე წვდომის იანვრამდე არსებულ დონემდე აღდგენის შესახებ გამოსცა ბრძანებულება.




