ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული სააგენტოები შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი წლის ღამეს „მშვიდი" უწოდა და დასძინა, რომ ქვეყნის მასშტაბით 380 ადამიანი დააკავეს, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.
მინისტრის თქმით, დილის შვიდი საათისთვის არსებული მონაცემების თანახმად, ახალი წლის ღამეს 746 ავტომობილი დაწვეს, რაც აგრეთვე 10%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ წლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ დააკავეს 490 კაცი, რაც 11%-ით მეტია წინა წელს რეგისტრირებულ 441-თან შედარებით და დაფიქსირდა 690 ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდება, რაც 21%-ით ნაკლებია წინა წელს რეგისტრირებულ 874-თან შედარებით.