აშშ-ის სამხედრო ძალებმა, სირიაში ISIS-ის რამდენიმე ობიექტზე ე.წ. ფართომასშტაბიანი დარტყმების კიდევ ერთი სერია განახორციელეს - ინფორმაციას abcnews ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული დარტყმები, გასულ თვეში, სირიაში სამი ამერიკელის მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ საპასუხო საჰაერო დარტყმების შესახებ პრესრელიზში განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ დარტყმები შაბათს, აღმოსავლეთის დროით დაახლოებით 12:30 საათზე განხორციელდა და მასში აშშ-ის მოკავშირეები მონაწილეობდნენ, თუმცა მათი ვინაობა არ დასახელებულა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, პირველი საპასუხო დარტყმა 19 დეკემბერს, "ჰოუკსტრაიკის" სახელით ცნობილი ოპერაცია შეერთებულმა შტატებმა და იორდანიამ განახორციელეს. ამ დარტყმის შემდეგ, ამერიკელმა სამხედროებმა ISIS-ისწინააღმდეგ დამატებითი რეიდების ჩატარება განაგრძეს.




