შეერთებულ შტატებსა დას ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ვადა ამოიწურა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ იმატა და ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა „კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართოს“, რადგან დღეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ვადა ამოიწურა. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC), რასაც IRGC უარყოფს.
თეირანში გამოსვლისას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ-ის „უხეშმა“ დარღვევებმა მემორანდუმის ვადის გასვლის თარიღი „სრულიად უაზრო“ გახადა და დასძინა, რომ ირანის ძალები მზად არიან თავდასხმის შემთხვევაში უპასუხონ.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) უფროსმა მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა იადოლა ჯავანიმ, განაცხადა, რომ ირანი მზად იყო თავდაცვითი პოზიციიდან შეტევით პოზიციაზე გადასულიყო.
დღესვე ტრამპი ომანს დაბომბვით დაემუქრა თუ ის ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მცდელობებს შეაფერხებს
ყოველივე ამის ფონზე ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაკადები მცირდება, ხოლო ბაბ-ელ-მანდების სრუტეში აქტივობა იზრდება, რაც ნავთობის ფასების ზრდას უწყობს ხელს.
დღეს, თბილისი დროით 21:51 საათზე, ლონდონის ბირჟაზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელს 90 დოლარს გადასცდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს და ირანს შორის შეთანხმების დადების შემდეგ ნავთობის ფასების კლება დაიწყო და 1 ბარელი ბრენტის მარკის ფასი 72 დოლარზე ქვემო იყო ჩამოსული.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




