აშშ-მა ირანზე თითქმის ორკვირიანი დარტყმები შეაჩერა, ირანი მსგავსად მოიქცა და შედეგად, ნავთობის ფასმა კლება დაიწყო
აშშ-ს და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის პარალელურად, ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო, პარასკევს თითქმის ორკვირიანი ორმხრივი დარტყმების შეჩერებას კი ნავთობის ფასების კლება მოჰყვა.
დღეს, თბილისი დროით 18:40 საათზე, ლონდონის ბირჟაზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელს 90 დოლარს ჩამოსცდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს და ირანს შორის შეთანხმების დადების შემდეგ ნავთობის ფასების კლება დაიწყო და 1 ბარელი ბრენტის მარკის ფასი 72 დოლარზე ქვემოთაც კი იყო ჩამოსული, დარტყმების დაწყების და სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის ზედის შემდეგ კი 1 ბარელის ღირებულება 100 დოლარს ასცდა.




