აშშ-ს და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის ესკლაციის პარალელურად, ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდა გრძელდება.  

დღეს, ლონდონის ბირჟაზე, 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ფსიქოლოგიური ზღვარი გადალახა.

თბილისი დროით 18:34 საათზე 1 ბარელი ბრენტის მარკის 100,512 დოლარი ღირდა. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს და ირანს შორის შეთანხმების დადების შემდეგ ნავთობის ფასების კლება დაიწყო და 1 ბარელი ბრენტის მარკის ფასი 72 დოლარზე ქვემოთაც კი იყო ჩამოსული.