საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AP ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფრანგული Le Monde- ის ცნობით, შირაკი ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ”პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ამ დილით ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა”, - ციტირებს Franceinfo მისი ქალიშვილის, შირაკ კლოდის სიტყვებს. ჟაკ შირაკი - საფრანგეთის 22-ე პრეზიდენტი იყო. მას თანამდებობა 1995 წლიდან 2007 წლამდე ეკავა. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, იგი ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭოს წევრი გახდა. ჟაკ შირაკი  1977–1995 წლებში პარიზის მერი იყო, 1974-1976 და 1986-1988 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.