82 წლის მფრინავი ქალი ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გაფრინდება
1625205409
უოლი ფანკი, 82 წლის მფრინავი ქალი, შეუერთდება „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის მოგზაურობას კოსმოსში ამ თვის ბოლოს. ეს არის მილიარდერის კომპანია "ბლუ ორიჯინ"-ის ორგანიზებული პირველი კოსმოსური გაფრენა ეკიპაჟით.
ფანკი ბორტზე იქნება როგორც "საპატიო სტუმარი" 20 ივლისს დასავლეთ ტეხასიდან გაშვებისას, განაცხადა "ბლუ ორიჯინმა" 1 ივლისს. ის შეუერთდება ბეზოსს, მის ძმას და საქველმოქმედო აუქციონის გამარჯვებულს, როგორც პირველ ადამიანებს, რომლებიც გაფრინდებიან რაკეტით "New Shepard" - ვერტიკალური აფრენის, ვერტიკალური დაშვების რაკეტა-მზიდით. დაგეგმილია, რომ მოგზაურობა გასტანს 10 წუთს.
ფანკი, ერთ-ერთი პირველ ქალი აერო-კოსმოსურ სფეროში, გახდება ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე გაფრენილა კოსმოსში, როცა ის მონაწილეობას მიიღებს ამ მოგზაურობაში.




