ხორვატიის თავდაცვის მინისტრის თქმით, სავალდებულო სამხედრო გაწვევის ვადა 2 თვე იქნება, გაწვევა წლის განმავლობაში ოთხჯერ ან ხუთჯერ მოხდება და სამხედრო მომზადებას მთლიანობაში 4000-5000 წვევამდელი გაივლის.
ამ დროისთვის ხორვატიაში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია და ვინც გაივლის, მას თვეში 900 ევროს ოდენობით კომპენსაციას იღებს. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ კომპენსაციას მიიღებენ ისინიც, ვინც სავალდებულო სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლის, თუმცა, დიდი ალბათობით, კომპენსაციის ოდენობა გარკვეულწილად ნაკლები იქნება.
2025 წლის 1 იანვრიდან ხორვატიაში სავალდებულო სამხედრო გაწვევა კვლავ აღდგება

1723869787