ჟურნალმა „ტაიმმა" „წლის ადამიანი" დაასახელა.
„ტაიმის" ვერსიით, წლის ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან მოყოლებული „წლის ადამიანი" ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ხდება.
ჟურნალი Time-ის წლის ადამიანის ნომინაცია 1927 წელს დაწესდა. ის შეიძლება მიენიჭოს პიროვნებას, ჯგუფს, იდეას თუ ობიექტს, რომელიც წლის მოვლენებში განსაკუთრებული როლი შეასრულა და ხშირად ხვდებოდა ყურადღების ცენტრში.
2024 წელს დონალდ ტრამპთან ერთად ნომინანტთა შორის დასახელებულები იყვნენ:
კამალა ჰარისი - შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი;
ქეით მიდლტონი - უელსის პრინცესა, პრინცი უილიამის მეუღლე;
ილონ მასკი - ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი;
იულია ნავალნაია - რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე;
ბინიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი;
ჯერომ პაუელი - აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის თავმჯდომარე;
ჯო როგანი - ამერიკელი მსახიობი, სპორტული კომენტატორი და ტელეწამყვანი;
კლაუდია შეინბაუმი - მექსიკის პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი;
მარკ ცუკერბერგი - სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი
„წლის ადამიანი" სამჯერ იყო აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი, ორ-ორჯერ იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი,, ჯორჯ მარშალი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ჰარი ტრუმენი, ამერიკელი ჯარისკაცი (არა რომელიმე კონკრეტული პიროვნება), ლინდონ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, რონალდ რეიგანი, დენ სიაოპინი, მიხეილ გორბაჩოვი, ბილ კლინტონი, ჯორჯ უოკერ ბუში, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი.
„წლის ადამიანები" სხვადასხვა დროს იყვნენ მაჰათმა განდი, ადოლფ ჰიტლერი, ელისაბედ II, კონრად ადენაუერი, ჯონ დალესი, ნიკიტა ხრუშჩოვი, შარლ დე გოლი, ჯონ კენედი, რომის პაპი იოანე XXIII, მარტინ ლუთერ კინგი, კოსმოსურ ხომალდ „აპოლონ 8"-ის ასტრონავტები; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ვილი ბრანდტი, ჰენრი კისინჯერი, ჯიმი კარტერი, ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი, აიათოლა ჰომეინი, ლეხ ვალენსა, პერსონალური კომპიუტერი, იური ანდროპოვი, ჯორჯ ბუში-უფროსი, იასირ არაფატი/ფრედერიკ დე კლარკი/ნელსონ მენდელა/იცხაკ რაბინი, რომის პაპი იოანე პავლე II, ჯეფ ბეზოსი, ვლადიმირ პუტინი, მარკ ცუკერბერგი, რომის პაპი ფრანცისკე, ანგელა მერკელი, გრეტა ტუნბერგი, ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი, ილონ მასკი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვები.