მანეტ ბეილი ყველაზე ხანდაზმული ბრიტანელი ბრიტანელი პარაშუტისტი გახდა. 

102 წლის მანეტ ბეილი თავისი დაბადების დღეს პარაშუტით რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდაჭერის მიზნით გადახტა. ნახტომის შესრულებიდან მცირე ხნის შემდეგ დაგეგმილი 30 ათასი გირვანქა სტერლინგიდან 9 ათასი იყო შეგროვებული.

მანეტის თქმით, როდესაც თვითმფრინავის კარი გაიღო, იგი მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა არ იყო.


ნახტომის შემდეგ მანეტის ოჯახი და მეგობრები წავიდნენ ჩაის დასალევად გაეშურნენ სამხედრო მოსამსახურეთა კლუბში, ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომლისთვისაც ის აგროვებს სახსრებს. 102 წლის ქალი კვლავ მართავს მანქანას და აქტიურ საზოგადოებრივ პოზიციას იკავებს. მისი თქმით, დღეგრძელობის საიდუმლო ფიზიკური და გონებრივი აქტივობის, აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობის შენარჩუნების უნარში მდგომარეობს.

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი პარაშუტისტი ამერიკელი ალფრედ ბლაშკეა. იგი 2024 წლის მაისში 106 წლისა და 327 დღის ასაკში გადახტა პარაშუტით,

ქალთა შორის რეკორდი ამერიკელ დოროთი ჰოფნერს ეკუთვნის. მან ნახტომი 2023 წლის ოქტომბერში, გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე, 104 წლის ასაკში შეასრულა.