ხელოვნების სასახლეში ვარძიის ფრესკიდან აღდგენილი თამარ მეფის კაბა გამოიფინება. ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 

თამარის კაბა ხელოვნების სასახლეში ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე გამოიფინება. როგორც გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს, რესტავრაცია ხუთ განსაკუთრებულად ისტორიულ და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმს ჩუტარდა და საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა.

"მაგალითისათვის სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე ამჟამად გამოყენებულია 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“, როგორც შემორჩენილი დოკუმენტებიდან ირკვევა კოსტიუმი მე-19 საუკუნეში შეიკერა და საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო, კაბა თავისი მოოქრული ორნამენტებით განსაკუთრებულ მსგავსებას იჩენს მერი შერვაშიძისა და აგრაფინა ჯაფარიძის სამეჯლისო კაბებთან",-წერს გიორგი კალანდია.