დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება,– ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მომღერალთან ერთად კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი "შვიდკაცა“, პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ.

კონცერტზე გაჟღერდება თამარ გვერდწითელის როგორც ყველასთვის ნაცნობი, ასევე ახალი სიმღერები.

კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად პატრიარქის ინიციატივას მოხმარდება, რომელიც გულისხმობს მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარებას მას შემდეგ, რაც ისინი სრულწლოვანები გახდებიან. 

ღონისძიების ორგანიზატორია საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფონდი "მუსიკა საზღვრებს გარეშე“.

საღამოს რეჟისორი ზაზა ორაშვილია, ხოლო პროდიუსერი რეზი ახრახაძე.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.