ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიბანში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძალება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოს ანთიძემ გამოსცა.
რთული გეგმის მქონე შენობა (სანატორიუმი ,,ლიბანი“) მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ხშირი ტყით დაფარულ ლიბანის პლატოზე, ზღვის დონიდან 1368 მეტრზე. სანატორიუმი ლიბანი აშენებულია XIX საუკუნის I ნახ. მის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლოზ გეგეჭკორს (ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე). ნ. გეგეჭკორი იყო პირველი დირექტორი სანატორიუმის, რომელიც ტუბერკულიოზთან ბრძოლის პირველ მძლავრ კერას წარმოადგენდა. შენობა ამპირის სტილშია აშენებული (არქოტექტორი მ. კალაშნიკოვი). შენობის მთავარი კორპუსი სიგრძეში 153 მეტრია და სამი სართულისაგან შედგება. ნაგებობის მეორე სართულზე 80 ოთახია.
ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.