საქართველოს პრემიერმინისტრმა საგურამოში თადეოს გურამიშვილის რესტავრირებულ-აღდგენილი მარანი გახსნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან.

პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა”-მ განახორციელა. ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი – თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო.

პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას.

პროექტისთვის კომპანია “კახურმა ტრადიციულიმა მეღვინეობამ” 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ილია ჭავჭავაძისეული სავენახე მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა კომპანიას, ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების აღდგენასა და განვითარებას მოემსახურება.

კომპანიამ უკვე გააშენა იშვიათი და მივიწყებული ქართული ჯიშის ვენახი, კეთილმოაწყო ტერიტორია და აღჭურვა თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით.

თადეოს გურამიშვილის რესტავრირებული მარნის გახსნას ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

The post საგურამოში თადეოს გურამიშვილის რესტავრირებული მარანი გაიხსნა appeared first on iMtavroba.